მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების გეგმების შესახებ გამოაცხადა
01-02-2019, 20:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა: „ჩვენ ვიკრიბებით 10 თებერვალს ლიეჟში, ბელგიაში - ბელგიაში, ევროპის ცენტრში, ათასობით ადამიანი ჩამოდის, გვექნება განხილვები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოს ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების თემებზე. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული გეგემები აქვს ოპოზიციას თბილისში. მოკლედ, არ შეიძლება ახლა არმოქმდება.

 

 

პირადი ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრიას კი სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ „ქართუში“ „ყველა თანამშრომელს უსმენდა და ყოველი კვირის ბოლოს მასთან მიჰქონდათ აუდიოჩანაწერები და ამონაბეჭდები, თანამშრომლები ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ“.

 


„ივანიშვილი ერთი მხრივ აშანტაჟებს თავის გუნდის წევრებს, ბესელიას და ა.შ. მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტებში დღეს უკვე აკრძალეს „ფეისბუქებზე“ წვდომა. ივანიშვილი ჯერ კიდევ „ქართუში“ რომ იყო, ყველა თანამშრომელს უსმენდა და ყოველი კვირის ბოლოს, ეს მე ვიცი ფაქტი, მასთან მიჰქონდათ აუდიოჩანაწერები და ამონაბეჭდები, თანამშრომლები ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ. აი, ეს არის ეს კაცი. არის აბსოლუტური ავადმყოფი“, განაცხადა სააკშვილმა.

 

 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც „კვირიკაშვილს და ხაზარაძეს გადაუღეს საუბარი და ეს აჩვენეს ივანიშვილს. „მართლა ხომ არ ბნელა? ან ეს კაცია სრული იდიოტი, ივანიშვილი ან ყველანი თქვენ ჰგონიხართ იდიოტები“, აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა:

 

 

„მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთხელ არ გამოსულა არც ერთი პირადი ცხოვრების კადრები არავის მიმართ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ფუნდამენტური შეხედულება, რომ პირადი ცხოვრება ჩემთვის არის ხელშეუხებელი, ივანიშვილისთვის ეს არის მართვის ინსტრუმენტი.

 


მე ვაქვეყნებდი კადრებს დიადი და წარმატებული საქართველოსი, ივანიშვილი აქვეყნებს კადრებს ბესელიასი და სხვა საზიზღრობების. ისინი იხრჩობიან საკუთარ ტალახში. ჩემი ამოცანაა, მათ ამ ტალახში არ დაახრჩონ დანარჩენი საქართველოც“.

 

 

სააკაშვილმა უშუალოდ ეკა ბესელიაზეც ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არ შეიძლება გააჩნდეს მის მიმართ სიმპათია.

 

 

„რაც შეეხება ბესელიას, მე ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის მომხრე ვარ და ამიტომ ამ მხრივ სრულიად სოლიდარული ვარ ბესელიასადმი, მაგრამ ეს არის სრულიად ნამუსგარეცხილი ქალი. მე არ ვაპატიებ მას სპეცრაზმელი დემურიას სიკვდილს. მათ გამოუშვეს მკვლელი პოლიტპატიმრის ვითომ სახით, 2012-ში, 18 ათასი დოლარი გადაიხადა მკვლელმა ამაში. შემდეგ ეს კაცი რომ გამოვიდა, პირველი დაუუთოვა თავისი ნათესავი სენაკში, რომელმაც არ ასესხა მის ოჯახს ეს 18 ათასი დოლარი, მერე წავიდა, მოაწყო დებოში ზუგდიდში, ერთ-ერთი საუკეთესო სპეცრაზმი გაიგზავნა, იყო ერთ-ერთი საუკეთესო სპეცრაზმელი დემურია და ის მოკლა ამ ბესელიას გამოშვებულმა მკვლელმა, 18 ათასი დოლარის ქრთამად აღების სანაცვლოდ. რა სიმპათია შეიძლება მქონდეს ამ ქალის მიმართ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. ეს არის ჩვეულებრივი დახლის, ვითომ სამართლიანობის აღმდგენი და სინამდვილეში უსამართლობით მოვაჭრე. ესენი ყველანი ასეთები არიან, ვინც ამ ჯგუფშია შეკრებილი და რა თქმა უნდა, ახლა ეს ჯგუფი შიგნიდან იშლება, რა თქმა უნდა ერთმანეთს დაერივნენ, რა თქმა უნდა ივანიშვილს ყველა საღად მოაზროვნე გაეცალა და ეცლება, მაგრამ გუშინ დაუგზავნეს ეს ვიდეოები ჩვენი მოძრაობის წევრებს მასობრივად და მერე ორი გოგონა დაიჭირეს ბათუმში და კიდევ რამდენიმე ადამიანი სხვაგან იმისთვის, რაც გააკეთა თვითონ ივანიშვილმა", განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

თავისი პირდაპირი ჩართვა კი მიხეილ სააკაშვილმა ასე დაიწყო:

 


„ეს არის ებრაელების საყვარელი ფუნთუშა ამერიკაში (კადრში აჩვენებს ფუნთუშას) და ძველი ებრაული გამოთქმაა, რომ ოცნება ფუნთუშაზე არის მხოლოდ ოცნება და არ არის ფუნთუშა. ეს არის ზედგამოჭრილი ე.წ. ქართულ ოცნებაზე, ქურდულ ოცნებაზე. ივანიშვილმა ვერ მოგცათ პური და ახლა გაძლევთ სანახაობას და როგორ სანახაობას? ყველაზე ბინძურ სანახაობას, რაც შეიძლება იყოს - ადამიანის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს. ეს უტიფრები - ბესელია, კორუფციის დედა და მამაშა, გამოდის და იძახის, ეს სააკაშვილი, „ნაციონალები“ და ა.შ. ესენი მართლ აარიან გთვლილები მაზე, რომ ხალხს სკლეროზი აქვს, მეხისერების ჩიპი აქვს გამოცვლილი. მეგობრებო! ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, ერთი ფაქტი, რომ როდესაც მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროვებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? - ერთი ფაქტი თუ არის. სამაგიეროდ ივანიშვილი მოვიდა, გაიხსენეთ, ჯერ ალასანიას კადრები გამოაგდეს, ალასანიას პირად ცხოვრებაზე ილაპარაკა პრესკონფერენციზე, როგორც კი ალასანია ოპოზიციაში წავიდა, მერე ალასანიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მინისტრის პირადი კადრები გამოაგდეს, მერე რომელიღც კულტურის მოღვაწის, რომელიც არ მოსწონდა იმის კადრები გამოაგდეს, მანამდე ერთ-ერთი ჟურნალისტის კადრები გამოაგდეს და ახლა ამ ქალის კადრები“, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის რუსული ოლიგარქიის მართვის სტილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი