საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „სრულიად სოლიდარულია ბესელიასადმი“, მაგრამ მის მიმართ სიმპათიით ვერ იქნება განწყობილი, რადგან „ამ სრულიად ნამუსგარეცხილ ქალს“ „არ აპატიებს სპეცრაზმელი დემურიას სიკვდილს“.
„რაც შეეხება ბესელიას, მე ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის მომხრე ვარ და ამიტომ ამ მხრივ სრულიად სოლიდარული ვარ ბესელიასადმი, მაგრამ ეს არის სრულიად ნამუსგარეცხილი ქალი. მე არ ვაპატიებ მას სპეცრაზმელი დემურიას სიკვდილს. მათ გამოუშვეს მკვლელი პოლიტპატიმრის ვითომ სახით, 2012-ში, 18 ათასი დოლარი გადაიხადა მკვლელმა ამაში. შემდეგ ეს კაცი რომ გამოვიდა, პირველი დაუუთოვა თავისი ნათესავი სენაკში, რომელმაც არ ასესხა მის ოჯახს ეს 18 ათასი დოლარი, მერე წავიდა, მოაწყო დებოში ზუგდიდში, ერთ-ერთი საუკეთესო სპეცრაზმი გაიგზავნა, იყო ერთ-ერთი საუკეთესო სპეცრაზმელი დემურია და ის მოკლა ამ ბესელიას გამოშვებულმა მკვლელმა, 18 ათასი დოლარის ქრთამად აღების სანაცვლოდ. რა სიმპათია შეიძლება მქონდეს ამ ქალის მიმართ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. ეს არის ჩვეულებრივი დახლის, ვითომ სამართლიანობის აღმდგენი და სინამდვილეში უსამართლობით მოვაჭრე. ესენი ყველანი ასეთები არიან, ვინც ამ ჯგუფშია შეკრებილი და რა თქმა უნდა, ახლა ეს ჯგუფი შიგნიდან იშლება, რა თქმა უნდა ერთმანეთს დაერივნენ, რა თქმა უნდა ივანიშვილს ყველა საღად მოაზროვნე გაეცალა და ეცლება, მაგრამ გუშინ დაუგზავნეს ეს ვიდეოები ჩვენი მოძრაობის წევრებს მასობრივად და მერე ორი გოგონა დაიჭირეს ბათუმში და კიდევ რამდენიმე ადამიანი სხვაგან იმისთვის, რაც გააკეთა თვითონ ივანიშვილმა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა:
„მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთხელ არ გამოსულა არც ერთი პირადი ცხოვრების კადრები არავის მიმართ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ფუნდამენტური შეხედულება, რომ პირადი ცხოვრება ჩემთვის არის ხელშეუხებელი, ივანიშვილისთვის ეს არის მართვის ინსტრუმენტი.
მე ვაქვეყნებდი კადრებს დიადი და წარმატებული საქართველოსი, ივანიშვილი აქვეყნებს კადრებს ბესელიასი და სხვა საზიზღრობების. ისინი იხრჩობიან საკუთარ ტალახში. ჩემი ამოცანაა, მათ ამ ტალახში არ დაახრჩონ დანარჩენი საქართველოც“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.