თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
02-02-2019, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.

 


მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

 


შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

 


მინი სპორტული მოედნის შემოღობვა და კეთილმოწყობა;


ბუსკივაძეების უბანში ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა(დასრულება);


დედაღვთისას ტაძრიდან სოფლის ცენტრამდე არსებულ ბოძებზე გარე განათების მოწყობა;


კუბლაშვილების უბანში ცხაურისა და ბოგირის მოწყობა;


გავაშელაშვილების უბანში სანიაღვრე არხის გაჭრა და ორ მონაკვეთზე ბოგირის მოწყობა;


დედაღვთისას მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის გაჭრა და ლითონის ბოგირების მოწყობა.

 


ღვანკითში გამართულ კრებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი სოფიო ბუსკივაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

 


მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები სამშაბათს, 05 თებერვალს ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში 12:00 საათზე, ხოლო ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულში 14:30 საათზე გაიმართება.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი