მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ და მივიღოთ, განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე შესვლამდე.
„პირველი - სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ კრიტერიუმებზე და პროცედურაზე ვიმსჯელოთ ჩვენ პარლამენტში კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ.... მეორე - უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთათვის რომ შეჩერდეს და ამ ცვლილების მხარდაჭერა. ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს მე, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე - ეს არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავარღვიოთ რისკები და გაიმართოს ჯანსაღი პროცესი მოსამართლეთა შერჩევის და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მეოთხე - ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს მეთოდებს, ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს თუ ასე შემდეგ, მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის, ამაზე საუბარი, ალბათ, იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ეს 4 საკითხი, რომლითაც მოვედი", განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.