ეკა ბესელია: არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს
02-02-2019, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს, აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, პრინციპული საკითხია, რომ ფარულ კადრებთან დაკავშირებით, გამოძიებამ კადრების გავრცელების „დირიჟორი" დაადგინოს.

 

 

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, შეიძლება, იქ შემთხვევითაც ვიღაცები მოხვდნენ. ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები. არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს. კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამინების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში. მაგრამ პრინციპულია, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას", განაცხადა ბესელიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი