თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:
სოფ. რუფოთი:
საბავშვო ბაგა-ბაღის შემოღობვა;
თოდიძეების უბანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილისათვის მასალების შეძენა;
ჭანკვეტაძეების უბანში მანაგაურის წყაროს მოსაპირკეთებლად და ბოგირის მოსაწყობად სამშენებლო მასალების შეძენა;
სოფლის ცენტრში გმირთა მემორიალის კეთილმოწყობა;
მდინარე ჩხარასა და ხმორდოლში არსებული ჭაბურღილებისათვის სამშენებლო მასალების შეძენა.
სოფ. ტელეფა:
მინი სპორტული მოედნის კეთილმოწყობა;
გმირთა მემორიალის აღდგენა და გარე განათების მოწყობა;
სოფელ ტელეფაში ოქრუაძეების უბანში კაპიტალური მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.
რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ კრებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ჭანკვეტაძე, საკრებულოს დეპუტატი მერაბ ღიბრაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები სამშაბათს, 05 თებერვალს ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში 12:00 საათზე, ხოლო ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულში 14:30 საათზე გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.