[ვიდეო] მიხეილ სააკაშვილი: ახლა ოლიგარქი ულამაზესი ლაინერების ნაცვლად ეკა ბესელიას ყურებას გვთავაზობს
03-02-2019, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ შეერთებული შტატების ქალაქ მაიამის პორტში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ 2012 წელს მან გააფორმა მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში შავი ზღვის როიალ კარიბიანის ისეთივე ცენტრი უნდა აშენებულიყო, როგორიც არის მაიამიში, თუმცა ეს პროექტი ივანიშვილმა შეაჩერა, რითაც ბათუმს ასეულობით მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაუკარგა.

 


„2012 წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის როიალ კარიბიანის ისეთივე ცენტრს, როგორიც არის მაიამიში. ეს ნიშნავდა ბათუმში დამატებით ნახევარი მილიონი მდიდარი ამერიკელი და ევროპელი ტურისტის შემოყვანას ყოველწლიურად.

 


ივანიშვილმა პროექტი „არააქტუალურად“ გამოაცხადა და სამაგიეროდ ახლა იმავე ადგილზე აშენებს ქიმიური ნარჩენების პორტს.

 


ახლა ოლიგარქი ულამაზესი ლაინერების ნაცვლად ეკა ბესელიას ყურებას გვთავაზობს. მართლა WTF!“, წერს მიხეილ სააკშვილი „ფეისბუქზე“, რომელსაც თან ახლავს ვიდეო, სადაც იგი ამბობს:

 

 

 


„ბათუმში შენდებოდა ტერმინალი და ყოველდღე ჩამოდგებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში წლიწადში ესეთი გემები, რომელიც ღამე დარჩებოდა ბათუმში და თითო ტურისტი ხარჯავდა 300-დან 500 დოლარამდე. უკვე კონტრაქტიც გაფორმებული იყო, მიწაც გამოყოფილი იყო, ყველაფერი შეთანხმებული იყო და მერე 2012-ში მოვიდნენ ეს უდღეურები და გააჩერეს ეს პროექტი და ბათუმი დატოვეს დამატებით მრვაალასეულმილიონიანი დოლარის შემოსავლის გარეშე, იმის გამო, რომ ჩვენ ჯინაზე გააჩერეს ეს პროექტი და ახლა ვუყურებ მაიამიში და ვსკდები გულზე, რომ ასეთი რაღაცა გვქონდა განზრახული და ყველაფერი ჩაგვეშალა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი