კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პრობლემა არ იქნება და პარტია მაინც უმრავლესობით განაგრძობს მოღვაწეობას
03-02-2019, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პრობლემა არ იქნება და პარტია მაინც უმრავლესობით განაგრძობს მოღვაწეობას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაცემული აქვს ხალხის წინაშე.

 


„როდესაც კოალიციური მთავრობა იყო, მაშინაც ბევრი კითხვა ისმოდა, რომ აი, რა მოხდება, თუ კოალიცია დაიშლება და „ქართული ოცნება“ ცალკე გამოვა. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს არის პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესების ნაწილი, ყველა ქვეყანაში ხდება ანალოგიური - იშლება, იკრიბება და იქმნება კოალიციები, შესაბამისად, მოხდა ისე, რომ დაიშალა კოალიცია და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობა, ყველა არჩევნებში, რომელიც დღემდე ჩატარდა.

 


რაც შეეხება უმრავლესობიდან თუ გავა ვინმე, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმემ დატოვოს პარტია, თუმცა თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. პარტია „ქართული ოცნება“ მაინც უმრავლესობით გააგრძელებს მოღვაწეობას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაცემული აქვს ხალხის წინაშე“, განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი