ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი თბილისს 22 ივლისს ეწვევა
20-07-2015, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი თბილისს 22 ივლისს ეწვევა. ლიტვის საელჩოს ინფორმაციით , ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ელჩად დანიშვნის მიზნით, ლიტველ დიპლომატს რწმუნებათა სიგელები 2015 წლის 19 ივნისს გადასცა.


გიედრიუს პუოჯუნასი კარიერული დიპლომატია, საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი გახლდათ ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ავსტრიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, ხორვატიასა და ლიხტენშტაინის სამეფოში. თბილისში მოვლინებამდე გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.


"პროფესიით ისტორიკოსი, გიედრიუს პუოჯუნასი დიდი ინტერესით ელოდება საქართველოში მოღვაწეობის დაწყებას, ეცნობა საქართველოს ისტორიას და თბილისში ჩამოსვლამდე ინტენსიურად სწავლობს ქართულ ენას. ლიტვის ახალი ელჩი საქართველოში მეუღლესთან და სამ ქალიშვილთან ერთად ჩამოვა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი