პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი 2015“-ის ფესტივალის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური სოფელში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებული ოლიმპიური სოფელის გახსნისას განაცხადა.
„ფესტივალის დასრულებისთანავე, ჩვენ ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, ჩვენს დევნილებს გადავცემთ საჩუქრად. ჩვენთვის ძალიან მძიმეა, რომ ჩვენი დევნილები 25 წელია დევნილობაში ცხოვრობენ საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ მოვა დღე და ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს ავაშენებთ აფხაზეთსა და ცხინვალში და ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ საქართველოს დედაქალაქში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 10 000-მდე სტუმარი ეწვევა.
ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000კვ.მ ფართობზეა გაშენებული. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ აწარმოებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.