ლეჩხუმში წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა
04-02-2019, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლეჩხუმში, გუშინ, 3 თებერვალს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, სტეფანემ აღავლინა. მასთან ერთად, სწირავდნენ მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები,სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან.

 


წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელთმთავრებმა მრევლთან ერთად, ლიტანიობით მურის კლდეკარში, დიდი ღვთისმეტყველის წმიდა მაქსიმეს საფლავზე გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა. მომლოცველები მიეახლნენ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს.

 


დღესასწაული საზეიმო ტრაპეზით დასრულდა, სადაც სტუმრებისათვის კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა.

 


მაქსიმობის დღესასწაულს დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მომლოცველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 


ინფორმაციას ცაგერის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი