„არაერთხელ უთქვამს თავად პატრიარქსაც, მეუფე შიოსაც, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“ - ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
04-02-2019, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

 


საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან დღეს 15:00 საათზე დაიწყება.

 


„ჩვენ არ გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ ორი წლის მანძილზე ვცდილობდი კომუნიკაცია დამემყარებინა საპატრიარქოსთან და მიმეღწია იმ ნაბიჯებსთვის, რა ნაბიჯებიც ჩემი ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. პლუს ამას მათ სჯერათ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა - არაერთხელ უთქვამთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თავად პატრიარქსაც, თავად მეუფე შიოსაც, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა და მათ არ სჯერათ, რომ ჩემს ძმას არავის მოკვლა არ უნდოდა.

 

 

ელემენტარულად ზიარებას ვითხოვდით, დაგვირეკეს და გვითხრეს მეუფე დიმიტრის წარმომადგენლებმა, რომ ვაზიარებთ შობამდეო, მაგრამ შემდეგ რაღაცეები შეცვალეს და ასე რომ ვთქვათ, გვეთამაშებიან. აქედან გამომდინარე, ოჯახი გამოვალთ საპატრიარქოსთან და დავიწყებთ აქციებს", აცხადებს მედიის წარმომადგენლებთან მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი