მეუფე პეტრე ცაავა: გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის, საპატრიარქოში სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ
04-02-2019, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც თავიდანვე, ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი", აღნიშნულ განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით აკეთებს.

 

 

მეუფე პეტრე ცაავა აქციების დაწყების შესახებ აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ შეუძლებელია, „ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა".

 

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში არიან სასულიერო პირებიც და ერისკაცებიც, რომელთაც „ღმერთის არ ეშინიათ და ხალხის არ სცხვენიათ", თუმცა, ქართველი აუცლებლად მოითხოვს სიმართლის დადგენას ე.წ. ციანიდის საქმეზე.

 

 

„როგორც თავიდანვე, ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი და არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე, არამედ აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ, სამწუხაროდ, მავანნი. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.

 

 

როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდაო და ხალხის არა რცხვენოდაო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის, საპატრიარქოში სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს", აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი