ირაკლი კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე: ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე
04-02-2019, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი არის პირველწყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი - გამავრცელებლების კუთხით, თუმცა, რაც შეეხება წყაროს ფარული ჩანაწერის, ასე ვთქვათ, გავრცელების, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი", აღნიშნული განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ყველა დეტალის დასადგენად, სამართალდამცავ ორგანოებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

 

 

„პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე. მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება, ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები.... რაც შეეხება ჩემს ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური ჩართულობა მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრთან, მინისტრებთან და აქედან გამომდინარე, არის ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი იმისთვის, უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება", უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი