პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს პასუხობს.
ბესელია კილაძესთან დაკავშირებით, რომელმაც იგი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ სოფიო კილაძის განცხადება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი შეფასება არ უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„მე ჩამოვთვალე პირველ ეტაპზევე იმ პირთა სავარაუდო წრე, არცთუ ისე დიდია, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მოაზრებული. ეს ჩემი შინაგანი განცდაა და არ ვდებ არავის ბრალს და დღეს მოვისმინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს კომენტარი. აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი მათივე კომენტარში ნახეთ, როგორ ღიად იცავს მოსამართლეების გუნდს. ეს კომენტარი არის კლასიკა, როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე", უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.
სოფიო კილაძემ ეკა ბესელიას „ბრალდებებთან" დაკავშირებით განაცხადა:
„ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.