„ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატურას მხარი რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც მისივე შეფასებით, „პერსონალური მომენტი“ იყო.
„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. იქ იყო, პრინციპში, პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და ძალიან დიდი უმრავლესობით მიიღო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება, ეს ეფუძნება, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს, ობიექტური კრიტერიუმები ჰქონდა იმ ფასეულობებს და ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.