„დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება“ - სასულიერო პირის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს
04-02-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

 

 

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - მათგან ერთი დეკანოზის ზიარებას, ხოლო მეორე საპატრიარქოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვის შესახებ მოთხოვნას შეეხება. 

 

 

სასულიერო პირის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ აქციის გამართვამდე მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკუთარი ძმა მოინახულა, რომელმაც მას სთხოვა, რომ საპროტესტო აქცია არ გაემართა.

 


„უკვე ორი წელია, რაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემს ძმას. ჩემი ძმის პოზიცია იყო ამ აქციასთან დაკავშირებით, ასე რომ ვთქვათ ეს ეხება ეკლესიას და ჩემი ძმა სასულიერო პირია და იგი ცდილობდა გადაერწმუნებინა ჩემთვის ეს აქცია. მაგრამ მე ვარ ძმა, მე ვარ ოჯახის წევრი, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მე ვფიქრობ მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია. მე ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და მომეგვარებინა, ასე რომ ვთქვათ შიგნიდან თავიანთი პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ, ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა", უთხრა თორნიკე მამალაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

აქციის მონაწილეებს საპატრიარქოდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი