[ვიდეო] თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა
04-02-2019, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა.

 

 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება.

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და სადგურების მოწესრიგების მიმართულებით.

 

 

დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ მაგალითად, პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეს 3 წუთია და გვინდა, ეს მაჩვენებელი 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ორიოდე კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო ახალი შემადგენლობა დაემატება და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი - ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე - სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

 

 

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და მასში დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა; კაბინები, ასევე, აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები შეიცვალა დიოდური სანათებით; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; მოძველებული მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით; განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

 

 

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

 

 

ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - კობა კობალაძემ და შალვა ოგბაიძემ დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი