მამუკა ბახტაძე: ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში
04-02-2019, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე.

 

 

ხელშეკრულება ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობას გულისხმობს, რასაც OPIC-ი დააფინანსებს.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნის პროცესში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

„ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ჩვენს ურთიერთობებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკაში OPIC-ის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა დაიწყო საქართველოში პროექტების დაფინანსება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, OPIC-ს დღემდე ინვესტირებული აქვს თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტს მოხმარდა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ამ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა OPIC-ის ხელმძღვანელობას და თბილისში ვიზიტით მყოფ კორპორაციის მმართველ დირექტორ კენეტ ენჯელს, რომელიც წლებია, ჩართულია OPIC-ის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში.

 

 

„OPIC-ს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, რადგან მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაზარდონ დაფინანსება საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო „პეის ჯგუფს" ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და უკვე მრავალი წელია საქმიანობს ამ სფეროში. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი