ირაკლი კობახიძე: „საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას და შესაბამისად, იძულებული გავხდით ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე“
04-02-2019, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კონსტიტუციის პირვანდელ ვარიანტში ჩადებული გვქონდა პროპორციული სისტემის ამოქმედება უკვე 2020 წლიდან, თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ ოპოზიციამ, პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, იძულებული გავხდით, ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნას 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა და შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია. მისი განცხადებით, კონსტიტუცია მიღებულია და ცხოვრება ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გაგრძელდეს.

 

 

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა. ეს საკითხი არის, შესაბამისად, დახურული. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ჩადებული პირვანდელ ვარიანტში პროპორციული სისტემის ამოქმედება უკვე 2020 წლიდან, თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ ოპოზიციამ, განსაკუთრებით, პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა ამ საკონსტიტუციო რეფორმას, შესაბამისად, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე. ეს არის მოცემულობა, რომელიც, ბუნებრივია, გადახედვას ვერ დაექვემდებარება. ეს არის, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მოთხოვნა. მათ აქვთ ერთადერთი თეორიული შანსი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუ პროპორციული სისტემა იქნება შემოღებული, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ სუბიექტური, კერძო ინტერესიდან ვერ ამოვალთ. ჩვენთვის მთავარია, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. კონსტიტუცია არის მიღებული და ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი