ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.
“მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის განცხადება ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებთ, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები. ვახტანგი არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული ადამიანი. რაც შს მინისტრი იყო, მან თავის გუნდთან ერთად ღირსეულად გაართვა საქმეს თავი. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეს”, - აცხადებს კახა კალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.