საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
გურანდა გაბუნიამ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში. მის მიერ შექმნილი როლები საყვარელი და დაუვიწყარია ქართველი მაყურებლისთვის.
ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს შესანიშნავი მსახიობისა და ადამიანის გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას“, აცხადებს მამუკა ბახტაძე.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად 4 თებერავალს გარდაიცვალა.
მან 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს ფოთის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.