28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები - ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ თვითმფრინავის ნამსხვრევში ცხედარი ნახეს
05-02-2019, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის საჰაერო შემთხვევების საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იმ თვითმფრინავის ნამსხვრევში, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა გადაჰყავდა, ნაპოვნია ცხედარი და ახლა ის პოლიციასთან და სალასა და მფრინავ დევიდ იბოტსონის ოჯახებთან კონსულტაციების ფონზე მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

 


სამძებრო სამუშაოები ზღვის ფსკერზე, 67 მეტრის სიღრმეში სპეციალისტების საზღვაო სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით მიმდინარეობდა.

 


დისტანციურად მართულმა საზღვაო სატრანსპორტო საშუალებამ ვიდეოგამოსახულების ანალიზზე დაფუძნებული ადგილები შეამოწმა და გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ობიექტი დაკარგული თვითმფირნავის ნამსხვრევი იყო.

 


ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საჰაერო შემთხვევების საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა: „დისტანციურად მართულმა საზღვაო სატრანსპორტო საშუალებამ ღამის განმავლობაში შემდგომი სამძებრო სამუშაოები განახორციელა, მაგრამ რაიმე დამატებითი ნამსხვრევები არ აღმოუჩენია.

 


ტრაგიკულია, რომ დისტანციურად მართული საზღვაო სატრანსპორტო საშუალების ვიდეოჩანაწერში თვითმფრინავში მყოფთაგან ერთი პირი ნამსხვრევის შუაში ჩანს“.

 

 

 


28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სალა და 59 წლის მფრინავი იბოტსონი ჩრდილოეთ-დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ნანტსიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში ერთტურბინიანი თვითმფრინავით მიფრინავდნენ, როდესაც საჰაერო ხომალდი 21 იანვარს სრუტის კუნძულების სიახლოვეს რადარებიდან გაუჩინარდა.

 


არგენტინელმა თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „კარდიფ სიტისთან“ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგის (19.3 მილიონი აშშ დოლარი) კონტრაქტს ახლახან მოაწერა ხელი და ფრანგულ „ნანტსში“ მის ყოფილ თანაგუნდელებთან გამომშვიდობების შემდეგ საფრანგეთიდან უელსის დედაქალაქში მიფრინავდა.

 

 

კომენტარები: 4
#4   farhan
      
Find Your Perfect Surf Bikini Now: Explore our range of surf bikinis that offer comfort, support, and style for every wave. https://sundazesurf.com/
9 დეკემბერი 2024 02:40
#3   farhan
      
Upgrade Anytime: Start with shallow water certification and upgrade to deep water later without extra fees. lifeguard certificate
3 დეკემბერი 2024 02:38
#2   farhan
      
I experienced the thrill of riding waves on the Sunshine Coast with their Surf School. Sunshine Coast
6 სექტემბერი 2024 02:09
#1   farhan
      
Experience the magic of drift diving and feel the gentle currents guide you along the reef. Try Scuba Diving Koh Tao
30 ივნისი 2024 02:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი