მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კახა მამულაშვილის თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.
"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახა მამულაშვილმა, რომელიც 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მამულაშვილმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პროკურორის განცხადებას მისი პატიმრობის მოტივთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ბრალდებული ქვეყნიდან წავიდეს, სასამართლოში არ გამოცხადდეს და ხელი შეუშალოს გამოძიებას.
"გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედების შედეგად ჩავიდინე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავემორჩილები", - განაცხადა მამულაშვილმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
იგი ასევე გამოეხმაურა პროკურორის განცხადებას, რომ გასარკვევია ვისგან იყიდა ნარკოტიკი მამულაშვილმა.
"ალალად ვთქვი რაც იყო. ვერავინ დამიმიტკიცებს ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა", - განაცხადა მამულაშვილმა.
მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 55 დღის შემდეგ, 9 სექტემბერს ჩაინიშნა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი დღის წინათ დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.