გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ ამ ადამიანს, რატომ დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც თვეებია კარავში ცხოვრობს“, მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს.
„თვეებია ეს ადამიანი [მალხაზ მაჩალიკაშვილი] კარავში ცხოვრობს ხალხო და საკუთარ სახლში დაუხვრიტეს შვილი - მამა საკუთარ საძინებელში იყო მეუღლესთან ერთად და გვერდით ოთახში იყო საკუთარი შვილი, ახალგაზრდა, ეძინა. მობილურით ხელში მეორე ვერსიით, არ ეძინა მაგრამ მობილურით ხელში იწვა საკუთარ ლოგინში და შეუვარდა სახელმწიფო და დახვრიტა. აქ რა შუაშია ოპოზიცია, ეს ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენი გადმოსახედიდან და სისხლისმსმელი ნიკა მელია, რა შუაშია, აი, ეს გარეწარი ვინც ახლა საუბრობს ჩემი სახით, ტყუილს ვიძახი? ტყუილს ვიძახი? აი მართლა, სახლში რომ მიხვალთ თქვენ დღეს, თქვენც ხომ გყავთ შვილები, თქვენც ხომ გყავთ მეუღლეები, ნათესავები, თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ ხალხო, ადექით და გამოიძიეთ, აიძულეთ. გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ ამ ადამიანს, რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ.
ჩემი აზრით, ყოველი დღე საქართველოს პარლამენტში ამ საკითხით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მაშინ, როდესაც კარავში სძინავს ადამიანს თვეების განმავლობაში, ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ ბიუროზე მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე მაჩალიკაშვილის საქმეთან მიმართებაში. ახალი რეგლამენტით სულ რაღაც 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება რომ ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ანუ 20-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა უნდა გაბედოს და უარი არ თქვას, ხელი აწიოს და თანხმობა განაცხადოს და ამ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაპატიეთ რაა, აქამდეც სულ ვცდილობდი, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, არ შეგარჩენთ იმიტომ, რომ ხართ არაგულწრფელები. არაგულწრფელები ხართ უბრალოდ, როდესაც შვილმოკლული მამა გეხვეწებათ და არა მარტო ჩვენ, თქვენც გეხვეწებათ, რომ შვილი დამიკლეს საკუთარ საძინებელში და დამეხმარეთ და თქვენ არაფერს არ აკეთებთ გარდა იმისა, რომ თამაშობთ სახლობანას „ქართულ ოცნებაში“. ახლა ძველმა თაობის „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ პირველ რიგში გადაინაცვლა და ახალგაზრდა თაობა უკანა რიგებში გადააგდო და ამ ცირკს უნდა ვუყუროთ?!“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.