ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების საქმეს, სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორის გარდა, თან ადამიანური ფაქტორიც ახლავს.
ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ საკანონომდებლო ორგანოში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე. ინაშვილი მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გამავრცელებელი განსაკუთრებულად მძიმე სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
„ჩვენ თუ ვართ თავმოყვარე პარლამენტის წევრები და თუ გვაქვს ღირსება და რა თქმა უნდა, გვაქვს ყველას, არავის ღირსებაში მე ეჭვი არ შემაქვს, გამონაკლისების გარდა, რომლებზზეც ვისაუბრებ, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ეს მარაზმი ქვეყანაში და უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი. არ აქვს ამას მხოლოდ სამართლებრივი ასპექტი, არც პოლიტიკური ასპექტი, აქ ადამიანური ასპექტი უფრო მნიშვნელოვანია", განაცხადა ინაშვილმა, რომელიც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს.
„წინა რეჟიმი ამას იღებდა - დასაჯეთ ეს ხალხი. „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გავრცელდა", თქვა ინაშვილმა.
„რაც შეეხება იმას, ვინ იღებდა, როგორ იღებდა - პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევით - ვერც ისინი, ვინც ამ ქვეყანას 9 წელი აწამებდით და ვერც ისინი, ვინც 7 წელია მართავთ ამ ქვეყანას - ვერც „ნაცმოძრაობა" და ვერც „ქართული ოცნება". დღეს დააკვირდით რა ხდება, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე? კიო, ჩვენო ვიღებდითო ამ კადრებსო და 26 000 ფაილი მარტო ორ სამინისტროში იპოვეს ამ მანიაკებმა მართლა, რომლებიც საძინებლებში, სამზარეულოებში - ყველგან უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ და იღებდნენ ადამიანებს და ამბობენ ახლა, რომ ვინ დაგვიმტკიცაო ჩვენო, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილიო. მე „ოცნებას" ვეკითხები ახლა - რატომ არ დაუმტკიცეთ ადამიანებს - ამ კონკრეტულ ბატონებს და ქალბატონებსაც - „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ სწორედაც სისტემური დანაშაული იყო რაც ხდებოდა. რატომ არ დაისაჯა ყველა ის პირი, ვინც „კასრების საქმეში“ იყო ჩარეული?! ჩვენ ვნახეთ ეს კადრები შსს-ში. ათასობით ფაილია შექმნილი და დღეს გამოდიხართ თქვენ - წინა რეჟიმის წარმომადგენლები და უსინდისოდ, ურცხვად ლაპარაკობთ იმაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა.... მე იმედი იმის მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით - წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებიც", აღნიშნა ირმა ინაშვილმა, რომლის თქმითაც, „ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.