გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო. ფოფხაძე განცხადების შინაარსს არ ეთანხმება და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებისა" და მისი ღირებულებები ერთმანეთს დაშორდა.
„ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს - ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე. ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში, ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო.
მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ - პირდაპირ გეტყვით, აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს. ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება, ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში", განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.