„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ისუნდერში, მახურაში, ოყურეშსა და ოფიტარაში.
მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყდა შემდეგი პროექტების დაფინანსება:
სოფელ ოფიტარაში - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელ ისუნდერში - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელ მახურაში - გარე განათების მოწყობა;
სოფელ ოყურეშში - გარე განათების მოწყობა
კრებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიზე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, სამხაეო ადმინისტრაციის წარმომაგენლები - ვახტანგ ლორთქიფანიძე და ირაკლი შარაბიძე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.