დღევანდელმა განცხადებამ ნამდვილად გამაკვირვა, ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გუნდის თითოეული წევრის გაფრთხილებას, მოფრთხილებას, მათი აზრების გათვალისწინებას.... თუმცა როდესაც ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია, ეს პოზიცია გამომდინარეობს კონკრეტული საკითხიდან თუ ზოგადად, თავის განწყობიდან, ეს მისი გზაა, მისი არჩევანია, თუმცა, დღევანდელმა განცხადებამ, ნამდვილად გამაკვირვა.
ერთია - სასამართლოს თემა და აქ უდავოა, რომ ჩვენ კრიტერიუმებზე პრინციპებზე, პროცედურაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს გავწეროთ კანონში, მეორეა - თუ რომელიმე ადამიანს გარკვეული მიზეზი სჭირდება გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად, ეს მათი არჩევანია", აცხადებს მამუკა მდინარაძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.