სოფელ ნადაბურის მოსახლეობა ხე-ტყის მათი სურვილისამებრ განკარგვას და სამედიცინო ამბულატორიას ითხოვს
20-07-2015, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ წარმომადგენლებმა  ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართეს, სადაც იმ პრობლემებზე ისაუბრეს,  რომლის მოგვარებაც ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში უმოკლეს ვადებში  იგეგმება.  


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ვებ-გვერდის ცნობით, ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორი,  ეკა შავიძე   ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და  მოსახლოებას  ის სოციალური დახმარების პაკეტები გააცნო, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით ხორციელდება.

 

ეკა შავიძემ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ცხელი ხაზის სერვისთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტება გააკეთა  -  ,,ადგილობრივ თვითმმართველობასა და  მოსახლეობას შორის   უფრო მეტი კომუნიკაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა. ამით მოსახლეობას საშულება მიეცა  მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან   საკითხებზე.“


საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი ნადაბურში შეკრებილ მოსახლეობას, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომავალში განსახორციელებლ პროექტებზე ესაუბრა.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა უკეთეს პირობებში იცხოვროთ. თუ ამ 2-3 წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესძლო და ყოფითი პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანა, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ხარაგაულის ბიუჯეტი კიდევ უფრო მზარდი იქნება, რაც ასევე დადებითად ისახება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე", - აღნიშნა ჭიპაშვილმა.


შეხვედრაზე მოსახლეობამ  იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მათ წინაშე ყველაზე მწვავედ დგას.  ძირითად პრობლემად  ხე-ტყეზე მიუწვდომლობა და სამედიცინო ამბულატორიის არქონა დასახელდა. ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს   სოციალური დახმარების  დანიშვნასთან   დაკავშირებითაც.  დამატებითი თანხები მოითხოვეს ასევე სოფელში  სპორტული მოედნის დასასრულებლად და ხიდ-ბოგირის შესაკეთებლად.


როგორც  ნადაბურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ გელაშვილმა განმარტა, ნადაბურში  სამედიცინო მომსახურების კუთხით პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.  ადმინისტრაციული შენობაში მოეწყობა ორი ოთახი, სადაც მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. მიხეილ გელაშვილის  ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხა უკვე  გაკეთებულია და სარემონტო სამუშაოები მალევე დაიწყება.


,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი