თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით ბიუროს სხდომა გაიმართა
05-02-2019, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით ბიუროს სხდომა გაიმართა.

 


დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს და მხარი დაუჭირეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საკითხს.

 


ასევე მხარდაჭერილი იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარების 2019 წლის პროგრამა, ამასთან, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერიას ალისუბანში მდებარე ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებული 12 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობაზე.

 


წარმოდგენილი საკითხები ბიურომდე, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის სხდომებზე განიხილეს.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი