მესტიის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მესტიის მუნიციპალიტეტისთვის სულ გათვალისწინებულია 782 000 ათასი ლარი.
4 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის, ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის ოთხ სოფელში - მაზერში, უშხვანარში, დოლასვიფში და ქართვანში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა.
სოფლის კრებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი და გუბერნიის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კრებებზე მოსახლეობამ თითოეული სოფლის საჭიროებებზე და პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობამ თავიანთ სოფლებში განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტის მიხედვით უკვე შეარჩია შემდეგ სოფლებში:
ტვებიში-წყლის 3 რეზერვუარის შეძენა და მჟავე წყლის კეთილმოწყობა;
მაზერი- წყლის სისტემის მოწყობა-დაქსელვა;
ბაგვდანარი-სოფლის შიდა გზის რეაბილიტაცია, ასევე გულის მთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;
ჭოხულდი-წყლის სისტემის მოწყობა;
ნაშთქოლი-შიდა გზების რეაბილიტაცია-მოწესრიგება;
ქართვანი-მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის დასრულების სამუშაოები და ეზოს შემოღობვა;
ლანხვრი-მაცხოვრის სახელობის ტაძრის კეთილმოწყობა და ეზოს შემოღობვა;
უშხვანარი- სტადიონის მოწყობა და სკოლის შემოღობვა;
ცხეკვანი-მინი სპორტული მოედნისა და მჟავე წყლის ტერიტორიის კეთილმოწყობა ;
გალაში-შიდა გზების რეაბილიტაცია;
ჭკიდნარი-სასაფლაოს შემოღობვა;
დოლი-წყლის სისტემის მოწყობა;
დოლასვიფის მოსახლეობამ ამ ეტაპ ზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწია.
2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს - 65 000 ლარს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.