„პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში იქნება გამოხატული.
„საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად. აქტიურად ვიმუშავებთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს. გარდა ამისა, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ, პარლამენტი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.