ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა
20-07-2015, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა. ტუსკი თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიან ვიზიტად ესტუმრა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.


აეროპორტიდან ტუსკი ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 


დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გმირთა მოედანს ეწვევა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დოლანდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრას. გარდა ამისა, ავლაბრის სასახლეში დაგეგმილია აუდიენცია ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან, რომელსაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ.


დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი 21 ივლისს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი