კახა კალაძე: ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია
05-02-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია, აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიაში მოსაზრებების შეჯერების შემდეგ, ისევ განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება, გუნდის მთლიანობის რღვევას უწყობს ხელს.

 

 

„როდესაც პარტიის შიგნით შეჯერება მოხდება, შემდეგ უკვე განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას. ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია. შეუძლიათ გუნდი დატოვონ. თუ პარტიის შიგნით არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, პარტია დატოვონ, ეს მათი ნებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხს მოვემსახუროთ. ,უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი