დეპუტატი ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს პასუხობს.
კალაძის განცხადებაზე, რომ ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია, ბესელია ამბობს:
„ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს, ხალხო? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ გამოვიდეს ამ როლიდან, ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება.... არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან.
მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მე მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", განაცხადა ეკა ბესელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.