სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუადვილებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი პროექტებს ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო პროექტების ხარისხიანი შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები ტრადიციული ფორმას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.