თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად სულ მცირე 27-მდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მდებარე კაფეში მოხდა, სადაც ახალგაზარდების ჯგუფი, რომელიც ქალაქის აღდგენაში იღებდნენ მონაწილეობას, სადილს მიირთმევდნენ. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.


ეს ფოტო ახალგაზრდებმა აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე სადილზე გადაიღეს და სოციალური ქსელით,"თვითერით" გაავრცელეს.



ქალაქი სურუჯი სასაზღვრო რეგიონში სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.