კახა კუკავა: „ბიძინა ივანიშვილი უფრო ბევრად საშიში სენი არის, ვიდრე იყო სააკაშვილი... მას უნდა ქართული სახელმწიფოს განადგურება, საქართველოს გადაქცევა 90-იანი წლების კრასნოიარსკის ოლქად, სადაც იყო „ბეზპრიდელი“, ქურდები და იაპონჩიკი“
06-02-2019, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბიძინა ივანიშვილს უნდა ქართული სახელმწიფოს განადგურება. ეს უფრო ბევრად საშიში სენი არის, ვიდრე იყო სააკაშვილი. ეს დაახლოებით იგივეა, რაც შევარდნაძე. ივანიშვილი და შევარდნაძე, ეს არის ოლიგარქია, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს გადაქცევა უნდა 90-იანი წლების კრასნოიარსკის ოლქად, სადაც „ბეზპრიდელი“, ქურდები და იაპონჩიკი ბატონობდა“, განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების შეფასებისას.

 

 

„ბიძინა ივანიშვილის უტიფრობას ხომ არ აქვს საზღვარი, მაგრამ ამ განცხადებით დასრულდა ეტაპი, რომელიც დაიწყო პირველი ტურის შემდგომ, როდესაც დაიწყო აფერისტობა, ხალხო ყველაფერი გავიგონე და ყველაფერი გავიგეო, მერე მეორე ტურის შემდეგ ხომ ყველაფრის დავიწყება დიაწყო; მერე მურუსიძე, მერე ჩინჩალაძე, მაგრამ დღეს დამთავრდა. ამის შემდეგ ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება, ყველა იქნება უნამუსო. თუ დღემდე ვინმეს შეეძლო ეთქვა, რომ მოტყუებული არის, დღევანდელ განცხადებაში პირდაპირ წერია: ყველაფერი რაც გითხარით პირველი ტურის შემდეგ, ეს იყო ტყუილი, სასამართლო სისტემაში ყველაფერი არის იდეალურად; რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან ფრთიანი ანგელოზები; რომ მას ვინც ებრძვის, ყველა არის „ნაციონალი“ - ეკა ბესელიაც „ნაციონალია“, გედი ფოფხაძეც, დათო ჭიჭინაძეც, კახა კუკავაც, ანა დოლიძეც; „ნაციონალია“ ყველა, ვინც ებრძვის მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ზაზა ხატიაშვილიც არის „ნაციონალი“ და აი, ვინც იცავს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს - თალაკვაძე, კობახიძე, ზარდიაშვილი და ა.შ. ესენი არიან სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები და განცხადება მთავრდება ასე: ჩვენ დავიცავთ ამ სისტემას, ჩინჩალაძე-მურუსიძის სისტემას, ანუ თუ ვინმეს ილუზია გქონდათ იმის გამო, რომ მოტყუებული იყავით და „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურზე და იმის შემდეგაც მანდატს აძლევდით, დღევანდელი დღის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ეს არის უბრალოდ ამორალურობა. მაშინ ღიად უნდა თქვათ, რომ ხახვი და კარტოფილი გირჩევნიათ ქართულ სახელმწიფოებრიობას. იმიტომ, რომ დღევანდელ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს უკვე ბიძინა ივანიშვილი და არა ვიღაცა ოხანაშვილი ან ვიღაცა ღობეგლეჯიაშვილი, არა, პირადად ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს და წერია, რომ არაფერი სასამართლო სიტემაში და საერთოდ არაფერი სახელმწიფო სისტემაში არ შეიცვლება...

 


ზუსტად ვიცოდი, ეს კაცი რა აფერისტიცაა. ამ ადამიანს უნდა ქართული სახელმწიფოს განადგურება. ეს უფრო ბევრად საშიში სენი არის, ვიდრე იყო სააკაშვილი. ეს დაახლოებით იგივეა, რაც შევარდნაძე. იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო ავტორიტარული მმართველი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ალიევი არის, მაგრამ ავტორიტარიზმი არ გამორიცხავს სახელმწიფოებრიობას. ივანიშვილი და შევარდნაძე, ეს არის ოლიგარქია, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოებრიობას. ივანიშვილი ანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა პარლამენტი პარტიების გარეშე, რომელსაც უნდა სასამართლო მოსამართლეების გარეშე, რომელსაც უნდა თვითმმართველობა ავტონომიის გარეშე. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს გადაქცევა უნდა კრასნოიარსკის ოლქად, ოღონდ დღეს რომ არის იმ კრასნოიარკის ოლქად კი არა, 90-იან წლებში რომ იყო კრასნოიარსკის ოლქი, „ბეზპრიდელი“, ქურდები და იაპონჩიკი, აი, იმ კრასნოიარსკის ოლქად და თუ აქამდე ეს იყო ვარაუდი, დღეს პოლიტსაბჭოს განცხადებაში ეს ყველაფერი წერია“, განაცხადა კახა კუკავამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ციალა ბექურაიძე
      
კახა, თქვენ საკმაოდ გამოცდილი პოკიტიკოსი ხართ და ამ ვაკხანალიის დროს არ შეიძლება სიტუაცია შეფასდეს პოლიტიკურ კრიზისად და აქციებით აიძულოთ ივანიშვილი გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები? როდემდი ვუყუროთ მათ ამაზრზენ ქმედებებს?
8 თებერვალი 2019 12:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი