თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა, რომელიც 2017 წელს ავტოავარიაში მოყვა და მას შემდეგ მკურნალობას გადიოდა, სამშაბათს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან დაზიანება თავის არეში მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ავტოავარიის შემდეგ იგი გარდაცვალებამდე თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცი) მკურნალობდა.
ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.