ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრას ბირთვული განიარაღების თაობაზე 27-28 თებერვალს ვიეტნამში გამართავს.
გასულ წელს სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის „ისტორიული მოლაპარაკებების“ შემდეგ მეორე შეხვედრის გეგმები აქტიურად განიხილებოდა და ამისათვის ორი ქვეყნის უმაღლესი რანგის დიპლომატებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში, გასული წლის ივნისში, შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის პირველი ფაქტი იყო, რასაც კი ოდესმე ჰქონია ადგილი.
სამშაბათ ღამით ტრამპმა თქვა: „ჩვენი მძევლები დაბრუნდნენ სახლში, ბირთვული გამოცდები შეჩერდა, და 15 თვის განმავლობაში სარაკეტო გამოცდა არ მომხდარა.
მე რომ არ ავერჩიე შეერთებული შტატების პრეზიდენტად, ჩვენ ახლა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დიდ ომში ვიქნებოდით.
„ბევრი სამუშაო რჩება გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი ურთიერთობა კიმ ჩენ ინთან, კარგი ურთიერთობაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.