დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის არჩევას ეხმაურება.
ფოფხაძე ამბობს, რომ ოხანაშვილი და „ქართული ოცნების" ის წრე, რომელიც მის გარშემოა, მოსამართლეთა შერჩევის არაჯანსაღი პროცესის მიმართ ლოიალობას იჩენენ.
„მე პირადად ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ანრი ოხანაშვილი და ის წრე, რომელიც მის გარშემო არის „ქართული ოცნების", არიან ჩამოყალიბებული ამ საკითხებთან დაკავშირებით და არიან ლოიალური იმ სიის მიმართ, რომელიც იყო წარმოდგენილი. არიან ლოიალური იმ პროცესის მიმართ, რომელიც ჩემი აზრით, ყოვლად არაჯანსაღად მიდის მოსამართლეების შერჩევის თვალსაზრისით", უთხრა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს.
ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ, 5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.