თამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს
20-07-2015, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.


"ბატონი დონალდ ტუსკი პირველად ჩამოდის საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის, სოლიდარობის და მზადყოფნის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. რა თქმა უნდა, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. რა საკვირველია, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის დეოკუპაცია და ის სირთულეები, რაც დღეს არის სახეზე. განხილვის თემა იქნება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვთან ურთიერთობა ევროკავშირისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ეს არის არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თემა. ასე რომ, ეს ვიზიტი და დღევანდელი დიალოგი მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგშია და ყველა იმ პრიორიტეტულ თემას, რომელიც ასევე დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი