საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით.
მათ შორის მხარები მიესალმნენ 116-ე მოწვევის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალ ინიცირებას და ასევე 2019 წლის აშშ-ს კონსოლიდირებული აქტის სენატის ვერსიაში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გაზრდას, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვერსია შენარჩუნებული იქნება საბიუჯეტო კანონის საბოლოო დამტკიცებისას.
ქართული საგარეო უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ახალი მოწვევის კონგრესთან, რისი გამოხატულებაც იყო გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.
მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და აღნიშნა ამ პროცესში აშშ-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.