„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ კრებებს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩხუტელსა და ქვედა ცაგერში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გამოყოფილი თანხა ჩხუტელში გარე განათების მონტაჟს, ხოლო ქვედა ცაგერში სკვერის მოწყობას და სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდება.

ამით, ცაგერის მუნიციპალიტეტში კრებები დასრულდა. 58 სოფელში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე შეარჩია პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება. მათი უმრავლესობა გარე განათების, შიდა გზების, სანიაღვრე არხების წყალმომარაგების სისტემებისა და თავშეყრის ადგილების მოწყობას მოიცავს.

ინფორმაციას და ფოტომასალას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსასმახური ავრცელებს.


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.