თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კიდევ ერთი სოციალური პროგრამა დაამტკიცა. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 10 000 ლარით განისაზღვრა.
გარდა ამ საკითხისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა, მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ასევე, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს ალისუბანში მდებარე ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებული 12 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის საკითხზე. საკრებულოს მორიგ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თერჯოლის საკრებულოს პრესსასმახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.