წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საღამო - „კინოს დღე“ - კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა
06-02-2019, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული კინოსამყარო წელს, დიდი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის 85 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 


კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და იქ განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი ფილმების ნახვის შემდეგ თავად ფედერიკო ფელინიმ თქვა, კინო მხოლოდ ქართველმა და იტალიელმა უნდა გადაიღოსო. ფრანგი კინემატოგრაფიის კორიფე რენე კლერი აღფრთოვანებული იყო მისი შემოქმედებით, მერე საფრანგეთში მიიწვია და მას შემდეგ ოთარ იოსელიანი საქართველოში სამუშაოდ არ დაბრუნებულა.

 


სულ ბოლოს 2011 წელს მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო. მანამდე კი იყო კანის კინოფესტივალი და ჯილდოები: საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის), ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია და ა.შ.

 


ფესვები წყალტუბოში აქვს - სოფელ გვიშტიბში, გვიშტიბის საჯარო სკოლა ახლაც მისი ბიძის, ვლადიმერ იოსელიანის ნასახლარზე დგას. იმ ოთახში სადაც მაშინ იოსელიანების ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ოთარ იოსელიანის მუზეუმია. ოთარი და ოტია ბიძაშვილები - ერთი ბაბუის შვილიშვილები იყვნენ.

 


სწორედ ოთარ იოსელიანის შემოქმდებას მიეძღვნა წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საღამო „კინოს დღე“, სადაც მომავალი თაობა იყო მიწვეული და ბატონი ოთარის უშუალო ნაცნობებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი შემოქმედებითი თუ პიროვნული ღირსებები.

 


საღამოზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი იმყოფებოდა.

 


„ვულოცავ ბატონ ოთარს 85 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შემქომედებით წარმატებებს ვუსურვებ. ოთარ იოსელიანის გენიაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა ჩვენი ვერ ცერთი სიტყვა ვერ იტყვის იმ სათქმელს, რასაც ის მისი ფილმები ამბობენ. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ამ გამორჩეული რეჟისორისა და დიდი ადამიანის ღვაწლის წარმოჩენისთვის“, ასე მიმართა საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელს სულიკო სვანაძეს და საღამოს ორგანიზატორებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.

 


ფილმი 1966 წელს გადაიღო ... საბჭოთა ეპოქის ზენიტში ფილმს სათაურად „გიორგობისთვე“ დაარქვა. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება. დოკუმენტურ ნაწილში გვიშტიბში იასონ კუჭავას და ლაზარე ბობოხიძის ეზო შეარჩია გადასაღებ მოედნად.

 


„ის იმდენად დიდი ადამიანია, რომ იმ ეპოქაში, როცა ფასადურად ყველაფერი კარგად იყო, საბჭოთა ხალხი თითქოს ყველა ბედნიერი, უზრუნველი, მდიდარი და დასაქმებული იყო, მან „გიორგობისთვე“ გადაიღო, მან ქართული კინოს სწორედ ის „ჟელატინი“ დაამატა, რომელიც მაშინ ასე აკლდა კინემატოგრაფიას, ამიტომაც ცენზურამ დაიწუნა და წლების განმავლობაში აკრძალულიც იყო ამ ფილმის ჩვნება. ჩემი პირადი აზრით ის ქართული კინორეჟისურის უკანასკნელი მოჰიკანია“ - განაცხადა საღამოზე დაჩი იოსელიანმა.

 


მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა, ნინო ლექვთაძემ „გიორგობისთვის“ გადაღებები გაიხსენა: „ მე-9 კლასში ვიყავი როცა გადაღებები მიმდინარეობდა ჩვენს სოფელში. მამაჩემი ელექტრომექანიკოსი იყო და დაყვებოდა ბატონ ოთარს გადაღებებზე. ამ ფილმში ოტია იოსელიანის მამიდა თამარიც ჩანს. იყო ასეთი კაცი გვიშტიბში ვარდენ თუთბერიძე, ღვინო უყვარდა და შემთხვევით შებანცალდა, ეზოში ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდათ და ქეიფობდნენ. მაშინ დაიყვირა ბატონმა ოთარმა - „ახლა მოვიდა კაცი, რომელიც უნდა გადავიღოთ. და ხელახლა გაშალეს აპარატურა. იმისთვის არსებობდა კადრი, სიმართლე - ჭეშმარიტება“ .

 


„აპრილი“, „ღვინოშია ჭეშმარიტება“, გიორგობისთვე", „პასტორალი", „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" ოთარ იოსელიანის ფილმოგრაფიის მოკლე ჩამონათვალია.

 


სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, 18 თებერვალს, მოსკოვში ქართველი რეჟისორის 85 წლის იუბილეს ღონისძიება ГУМ-ის კინოდარბაზში პროექტის Мания Кино ორგანიზებით აღნიშნავენ. სპეციალური ჩვენების ფარგლებში პროექტის სპიკერი გიორგი ნერსესოვი იოსელიანის შემოქმედების შესახებ შესავალ ლექციასაც წაიკითხავს.

 


მის მშობლიურ წყალტუბოში კი „კინოს დღის“ დასასრულს „გიორგობისთვე“ იყო ნაჩვენები.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსასმახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი