ალექსანდრე ჭიკაიძე: საზოგადოებამ სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები რომ ნახოს, შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს
20-07-2015, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს ყოფილი მინისტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები არ უნდა ნახოს. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, სამალავში აღმოჩენილი ფაილების გასაჯაროვება კატასტროფას გამოიწვევს.


შს ყოფილი მინისტრი გამოცემასთან 2012 წლის სექტემბერს იხსენებს, როდესაც დედამისმა ციხის სკანდალური კადრები ტელევიზიით იხილა. „2012 წელს, როცა ციხის საშინელი კადრები გავრცელდა, ცხონებული დედაჩემი, ტელევიზიით მათი ნახვის შემდეგ, შოკში ჩავარდა და ცუდად გახდა. რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ ფაილებს, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ისინი გასაჯაროვდეს და მოსახლეობამ ნახოს, რადგან ეს უდიდეს შოკს გამოიწვევს, კატასტროფის წინაშე დავდგებით და შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს.


დიახ, საზოგადოებამ რომ ნახოს კადრები, მამაკაცს როგორ აუპატიურებენ, ის კი ტირის, ღრიალებს და ეხვეწება – მომკალითო, წარმოიდგინეთ, რა მოხდება! მე რომ ეს კადრები ვნახე, ღამეები არ მეძინა. მადლობა ღმერთს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამეები ჩვენი ხელისუფლების დროს აღარ ხდება“, – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები: 1
#1  gggg
      
კარს მოგვადგა არჩევნებიო და ისევ კადრები და რამეო არ გიშველით
20 ივლისი 2015 11:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი