ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შეთავაზება, რომ შემდეგი პროცესიც ერთად გაგრძელდეს, მაგრამ მისი აზრით, მომწიფდა ეტაპი, როდესაც მან და რამდენიმე ადამიანმა გუნდში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
06-02-2019, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ალბათ, დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, განაცხადა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას, დატოვებს თუ არა იგი „ქართულ ოცნებას“.

 


როგორც მოსამართლეთა საკითხზე თავისივე თანაგუნდელებთან დაპირისპირებული ბესელია აცხადებს, „მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება პარტიის ლიდერმა და თავმჯდომარემ, რომ გავაგრძელოთ ერთად შემდეგი პროცესიც“, იგი ვერ ხედავს, რომ „აქ რამე შეიცვალოს“, რადგან მას ზარდიაშვილთან „ერთ სივრცეში“ ყოფნა ვერ წარმოუდგენია.

 


„ალბათ დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ალბათ ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - ღირებულებებთან დაკავშირებით და ფასეულობებთან დაკავშირებით ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ რომ დავინახოთ ერთიანი სვლა, თუ ვერა. ეს ეტაპი დავინახე პირადად დღეს, რომ ძალიან ახლოს მოვიდა, ამიტომ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2020 წელს, მე არ მინდა იმ ძალადობრვ სისტემას მივცეთ ჩვენ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს ისევ და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ შემდეგი ჩვენი ნაბიჯები რგორორი უნდა იყოს.

 


მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო ჩვენ შეცძლებთ ერთად ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც 7 წელია აი, ასე ჩემს ხელში ფორმირდება, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია ან ყველამ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ამ ღირებულებით საკითხში შეგვიძლია შემდეგ ეტაპზეც ერთად ვიაროთ, თუ ვერა. ამაზე ჩენ ვიმსჯელებთ, მეც, ჩემი მეგობრებიც. კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ამ საკითხში ალბათ, გვჭირდება რამდენიმე დღე იმისთვის, რომ დავინახოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება პარტიის ლიდერმა და თავმჯდომარემ, რომ გავაგრძელოთ ერთად შემდეგი პროცესიც, მაგრამ მოდით რაღაცა შევთანხმდეთ პირობებზე. მე ვერ ვხედავ, რომ აქ რამე შეიცვალოს. ეს ისეთი ღირებულებითი სხვაობაა, რომ ვერ მოხდება ესე ერთ სივრცეში მოქცევა და ერთი მთლიანი ვერ გავხდებით, პირობითად, მაგალითად, მე და ზარდიაშვილი“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი