თბილისის მერის განცხადებით, 2019 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც დაახლოებით, 10 თებერვალს დასრულდება.
მისივე თქმით, პროექტირების ვადა 10 დეკემბრამდეა და მისი ღირებულება 599 000 ლარია.
„ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა არის დედაქალაქში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში იერსახე, თუმცა ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი დატვირთვა აქვს ამ შენობას. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ შენობის რეაბილიტაცია-მოწესრიგება....
პროექტებს, რომლებიც იქნება წარმოდგენილი, ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უპირველესად, აქცენტი კეთდება წინა ფასადის აღდგენაზე. ეს არის ძეგლი და შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალური ყურადღებით იქნება გაწეული ამ კონკრეტულ შენობაზე. ძალიან ნიშვნელოვანია, რომ შენობა მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და კიდევ ბევრი ათეული წლები მოემსახურება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის გამოსვლის სრული ვიდეო ვერსია იხილეთ დაბლა:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.